Georgian Airways ადასტურებს, რომ ღარიბაშვილი გერმანიაში სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანეს

Georgian Airways ადასტურებს, რომ ღარიბაშვილი გერმანიაში სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანეს

10-09-2023, 11:32 - 2023
624
       

Georgian Airways-ის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.


როგორც გაიაშვილმა თქვა, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. 

მისივე განმარტებით, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის ანზორ ჩუბინიძე [სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი] უკვეთავს.

„არ ვიცი რა ჯდება... მთავრობა იხდის ფულს და მათ ჰკითხეთ. თვითმფრინავის შენახვას, მოვლას, პატრონობას სჭირდება გარკვეული ხარჯი. ფრენას ოპერატიული ხარჯი აქვს... 

მე არ მინახავს მთავრობა, მეტსაც გეტყვი, [მიხეილ] სააკაშვილი ცხვირის ოპერაციაზე წავიყვანე ბერლინში... არ იყო ეს პირადი საქმე? 

ოპერაცია ვიცით რატომ გაკეთდა. მას სჭირდებოდა ეს ოპერაცია. კაცი პრეზიდენტი იყო და ჰქონდა ამის უფლება. 

ახლა ჩვენს პრემიერსაც აქვს იმის უფლება, რომ გაფრინდეს პირად საქმეზეც...

[ღარიბაშვილზე] არ ვიცი პირადი საქმე იყო თუ სამსახურებრივზე, მე არ მაბარებენ, თუ რას აკეთებს მთავრობა... რაში მჭირდება ამდენი ლაპარაკი? - წავიყვანე გითხარი, დამთავრდა. 

პრემიერ-მინისტრია, თქვენ რომელიღაც ქარხნის მუშა ხომ არ გგონიათ?..

ოფიციალურ ვიზიტებზე არ გამოიყენება მხოლოდ თვითმფრინავი, გამოიყენება, სადაც საჭიროდ ჩათვლის მთავრობა“, - თქვა გაიაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები