პრემიერი ბორელს: პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არ არის პოლიტიკური

პრემიერი ბორელს: პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არ არის პოლიტიკური

8-09-2023, 23:39 - 2023
730
       

საქართველოს პრემიერ -მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არა პოლიტიკური.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საკითხთან დაკავშირებით ბორელის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციას და ქვეყნის სამართლებრივი სახელმწიფოს იმიჯს იცავს.

„პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის წმინდად სამართლებრივი საკითხი. ჩვენ ვაშენებთ ძლიერ დემოკრატიას, ევროპული სტილის დემოკრატიას, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც, უპირველესად, იცავენ და პატივს სცემენ კონსტიტუციას. ვინ თუ არა პრეზიდენტი, პრემიერი, ზოგადად ხელისუფლება უნდა იყოს მაგალითი კონსტიტუციის დაცვის და პატივისცემის. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. ეს არის წმინდად სამართლებრივი თემა, რაზეც ფორმალური რეაგირება გავაკეთეთ. განვმარტეთ, რომ იმის მიუხედავად, რომ ვიცით, პარლამენტში ხმების საკმარისი რაოდენობა არ გვაქვს, რომ იმპიჩმენტი მოხდეს, ვცემთ რა პატივს და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სახელმწიფოს იმიჯს, ჩვენ ვიყავით ვალდებული და იძულებული, რომ ეს ფორმალური რეაგირება მოგვეხდინა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას კავშირი არ აქვს ევროინტეგრაციის პროცესთან“, - განაცხადა პრემიერმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები