აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა.
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით გაგზავნა სამთავრობო ძალები.
პირველი გასროლა ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან მოხდა.
საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.