რუსეთი: უკრაინულმა დრონმა ბელგოროდზე თავდასხმა სცადა

რუსეთი: უკრაინულმა დრონმა ბელგოროდზე თავდასხმა სცადა
13-08-2023, 13:23 - 2023
762

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ უკრაინულმა დრონმა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმა სცადა, მაგრამ ბელგოროდის ოლქში ჩამოაგდეს.


უწყების ცნობით, დრონმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე თავდასხმა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, დილის 4:00 საათზე სცადა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა