გაუპატიურება და წამება | „ოცნების ციხე“ „ნაცების ციხეს“ დაემსგავსა

გაუპატიურება და წამება | „ოცნების ციხე“ „ნაცების ციხეს“ დაემსგავსა

31-07-2023, 04:40 - 2023
938
       

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ადვოკატი, ჯაბა კოჭლამაზაშვილი აცხადებს, რომ პატიმარზე სექსუალურად იძალადეს და აწამეს.


ის ფიქრობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის.

„მთავრობა, რომელიც ციხის კადრებით მოვიდა ხელისუფლებაში, როგორც მინიმუმ, იგივე არ უნდა გაიმეოროს. 

ჩვენ ყველამ ვნახეთ ეს სიუჟეტი და ფაქტია, რომ ციხე შიგნიდან გატყდა. 

თანამშრომლები ალაპარაკდნენ, დაზარალებულიც კი აძლევს ჩვენებას, რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. 

ჩემთვის გაუეგბარია, რას იძიებენ ამდენი ხანი. ერთადერთი რასაც ვფიქრობ, ეს არის პრივილიგირებული პატიმრები, რომელსაც ვიღაცა ხელს აფარებს. 

ვერ ვაპატიებთ ვერც-ერთ მთავრობას პატიმრების წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და მათ გაუპატიურებას. ამიტომ, ხელისუფლებამ ნება იბოძოს და საზოგადოებას გასცეს პასუხი, ეს იყო ერთეული შემთხვევა თუ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან?“, - ამბობს ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები