ვაკის საქმის ტრაგედიასთან დაკავშირებით ბრალდებულმა გიორგი ვახტანგიშვილმა სასამართლოში სკანდალური ჩვენება მისცა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რის გამოც მედიას მისი განცხადების მოსმენის შესაძლებლობა არ მიეცა.
ადვოკატების განცხადებით, თბილისის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ სასამართლოს განუცხადა, რომ შადრევანი, რომელიც 12 ოქტომბერს ზარ-ზეიმით გაიხსნა, არ იყო დასრულებული. მისი თქმით, შადრევანი შემდეგი წლის მარტში უნდა გაეხსნათ, ხოლო სამუშაოების ჩაბარების ვადა 2023 წლის აპრილში იწურებოდა.
შეგახსენებთ, 2022 წლის 13 ოქტომბერს „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის შედეგად 13 წლის მარიკა მეფარიშვილი დაიღუპა. საქმეზე 9 პირია დაკავებული.