პროპაგანდისტი ბაჩო ოდიშარია კინოცენტრში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

პროპაგანდისტი ბაჩო ოდიშარია კინოცენტრში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

14-06-2023, 13:50 - 2023
509
       

ხელისუფლების პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის თანამშრომელი ბაჩო ოდიშარია ადასტურებს რომ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.


ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში ის ამბობს, რომ კინოცენტრში რეორგანიზაციაში ჩაერთვება.

„ჩავერთვები რეორგანიზაციის საკითხებში, შევისწავლი, როგორ მოქმედებს და ფუნქციონირებს კინოცენტრი, გავერკვევი ვის რა პრობლემები აქვს, ვის რა აწუხებს და ვეცდები ამის გამოსწორებას. მათ შორის იმასაც გავარკვევ თუ რატომ არის [კინოცენტრში დანიშვნა] პროტესტის საგანი. წარმოდგენა არ მაქვს რატომ არის პროტესტის საგანი იმიტომ, რომ არგუმენტი არ მომისმენია“, - ამბობს ოდიშარია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები