თბილისი პრაიდის კვირეული 1-8 ივლისს გაიმართება

თბილისი პრაიდის კვირეული 1-8 ივლისს გაიმართება

2-06-2023, 15:53 - 2023
427
       

თბილისი პრაიდის კვირეული წელს 1-8 ივლისს გაიმართება. 


ორგანიზაცია აცხადებს, რომ ტრადიციულად, ივლისის დასაწყისში უერთდებიან ღირსებისა და სიამაყის თვეს, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება.

„პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა. პრაიდის კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ქვიარ მოძრაობის გავლენიანი მოწინააღმდეგეები გამიზნულად უშლიან ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თესავენ სიძულვილს და ავრცელებენ პუტინისტურ იდეოლოგიას“, - წერია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები