თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პოლიციაა მობილიზებული

თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პოლიციაა მობილიზებული

19-05-2023, 13:24 - 2023
419
       

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს განსაკუთრებული მობილიზება აქვს გამოცხადებული. 


აეროპორტთან დიდი რაოდენობით პოლიციელები არიან, რისი მიზეზიც ის პროტესტია, რომელიც მოსკოვი-თბილისის პირველი ავიარეისის პარალელურად იგეგმება.

ოკუპანტმა ქვეყანამ დღეს საქართველოსთან ავიამიმოსვლა განაახლა. პირველ რეისს კი ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციით დახვდებიან.

მოსკოვიდან გამოფრენილი ბორტი თბილისში დაახლოებით 14 საათისთვის დაეშვება. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები