თბილისი - მოსკოვი - თბილისი | Georgian Airways პირდაპირ ფრენებს იწყებს

თბილისი - მოსკოვი - თბილისი | Georgian Airways პირდაპირ ფრენებს იწყებს

16-05-2023, 16:44 - 2023
432
       

თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ქართული საავიაციო კომპანია Georgian Airways იწყებს.


ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. 

როგორც უწყება წერს, ფრენები 20 მაისიდან დაიწყება და კვირაში 7-ჯერ განხორციელდება.

„თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-ი იწყებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 16 მაისს გაიცა“, - წერს GCAA .

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები