ქართველმა რეპერმა, გიორგი პავლიაშვილმა, იგივე Master-მა რამდენიმე დღის წინ ლევან ბერძენიშვილის განცხადებას სიმღერით უპასუხა.
ახალმა კლიპმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ნაწილმა Master-ის კლიპი გააკრიტიკა, სამთავრობო პროპაგანდისტებმა კი რეპერის სიმღერა ქართული იდენტობის დაცვად მონათლეს.
დღეს არც Master-ის კლიპზე ვისაუბრებთ და არც ლევან ბერძენიშვილის განცხადებას განვიხილავთ.
დღეს გავიხსენებთ ქართველი რეპერის უახლოეს წარსულს, როდესაც ის ოკუპანტ რუსეთს ეტრფოდა, ოკუპანტ ქვეყანას, რომელმაც ქართველ ხალხს თავისი იდენტობა მართლაც წაართვა, ქვეყანა, რომელიც დღემდე განაგრძობს ქართველი ერის დამცირებას და ოკუპაციას.
2016 წელს, 7 წლის წინ, გიორგი პავლიაშვილი რუსეთში გადავიდა და საქმიანობა მოსკოვში განაგრძო.
აღსანიშნავია მისი დუეტი კრემლის პროპაგანდისტან და პუტინის პირად მომღერალთან, სოსო პავლიაშვილთანაც.
სოსო პავლიაშვილთან ჩაწერილი დუეტის შემდეგ, Master-ს ყველა რუსულ სამთავრობო არხზე აჩვენებდნენ.
ამავე წლის 28 ივლისს ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში რეპერმა რუსეთის მიმართ სიმპათიები ვერ დამალა.
„ვალდებული ვარ ვთქვა! ყველაზე დიდი welcome რუსეთში ვიპოვე“, - განაცხადა გიორგი პავლიაშვილმა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ პავლიაშვილმა დაიწყო ის რიტორიკა, რაც დღეს ხელისუფლების პროპაგანდისტებს აქვთ, და ამ ყოვილევს კლიპებს უძღვნიდა.
Master-ის მხირდან ხშირი იყო ჰომოფობიური, ქსენეფობიური განცხადებები. რეპერი ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობდა ანტილიბერალური რიტორიკით და ქართულ იდენტობას უჭერდა მხარს.
თუმცა რატომღაც მას ავიწყდება, რომ წლების წინ იმ ქვეყანაში აიწყო კარიერა, რომელიც ქართველი ხალხის სისხლს წლებია ღვრის. ქვეყანაში, რომელიც დღემდე ოკუპაციას ახდენს ქართული ტერიტორიების, რომელიც დღემდე უკანონოდ იტაცებს ქართველ ხალხს საკუთარი სახლებიდან, ტყვეობაში ამყოფებს საქართველოს მოსახლეობას. ქვეყანა, რომლის ჯარიც ქართულ მიწაზე დღემდე დგას.
და ამ ყოვილევეზე Master-ი უბრალოდ დუმს, თუმცა დასავლეთს აქტიურად აკრიტიკებს და ამ ყოვილევს პატრიოტიზმს უწოდებს.