ინფლაციის დონე საქართველოში | რა გაძვირდა და რა გაიაფდა?

ინფლაციის დონე საქართველოში | რა გაძვირდა და რა გაიაფდა?

3-05-2023, 15:10 - 2023
387
       

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა. 


რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 4.7 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.69 პროცენტული პუნქტით აისახა. 

ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: 

ზეთი და ცხიმი (-7.7 %), 
ბოსტნეული და ბაღჩეული (-6.3%), 
რძე, ყველი და კვერცხი (-3.4%), 
პური და პურპროდუქტები (-2.1%), 
ყავა, ჩაი და კაკაო (-1.0%). 

ფასები მომატებულია ხილსა და ყურძენზე (1.1%), 
ასევე ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (1.1%); 

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც -0.23 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. 

ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.9%); 

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.1 პროცენტიანი მატება, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. 

ფასები გაზრდილია როგორც ტანსაცმლის (2.7%), ისე ფეხსაცმლის (0.4%) ქვეჯგუფებზე; 

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. 

ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (1.1%) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (1.0%).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.04 პროცენტული პუნქტით აისახა. 

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: 

ბოსტნეული და ბაღჩეული (10.8%), რძე, ყველი და კვერცხი (10.1%), 
პური და პურპროდუქტები (9.2%), 
ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.1%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.7%), 
თევზეული (6.7%), 
ყავა, ჩაი და კაკაო (3.4%), 
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.5%). 

ამასთან, ფასები შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე (-14.8%) და ხილსა და ყურძენზე (-4.4%); 

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.3 პროცენტიანი მატება, რაც 1.05 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. 

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (31.0%) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (4.6%); 

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.9 პროცენტით, რაც -1.66 პროცენტული პუნქტითაისახა მთლიან ინდექსზე. 

ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-20.5%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.8%). 

ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (8.0%); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.9 პროცენტით, რაც -0.78 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. 

ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-18.7%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.3%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.6%). 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები