მთავრობის საქმიანობას მოსახლეობის 43% ცუდად აფასებს | NDI-ის კვლევა

მთავრობის საქმიანობას მოსახლეობის 43% ცუდად აფასებს | NDI-ის კვლევა

3-05-2023, 14:51 - 2023
373
       

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი შემცირებულია.


კითხვაზე, როგორ აფასებთ საქართველოს მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 43% ამბობს, რომ კარგად; 43% ამბობს, რომ ცუდად; 11% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 3%-მა უარი თქვა პასუხზე.

კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად ახალგაზრდა მოქალაქეები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი.

მთავრობის შეფასება გაუარესებულია ახალგაზრდებს შორის და სოფლის ტიპის დასახლებებში.

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-23 მარტის პერიოდში. ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% და ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები