NDI - ს კვლევით, გამოკითხულთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია და არ იცის ან არ
ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.
პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, უმეტესობამ არ იცის, ვის მისცემდა ხმას.
მონაცემები ასე გადანაწილდა:
• არცერთი - 34%
• არ ვიცი - 26%
• „ქართული ოცნება“ - 20%
• უარი პასუხზე - 9%
• „ენმ“ - 5%
• სხვა პარტიები - 6%