ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს.
კვლევის მიხედვით, ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია ახალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის.
კითხვაზე - რამდენად მოსალოდნელია, ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ?
2022 წლის დეკემბერში გამოკითხული მოსახლეობის პასუხები იყო ასეთი: მოსალოდნელია - 20%,
არ არის მოსალოდნელი - 76%,
არ ვიცი - 4%.
2023 წლის მარტში პასუხები ასე გადანაწილდა:
მოსალოდნელია 15%,
არ არის მოსალოდნელი - 82%,
არ ვიცი - 3%.