ჯარისკაცები Defender 2023-ის წვრთნებს ვერ გადიან, მიზეზი ფინანსებია | მინისტრის განცხადება

ჯარისკაცები Defender 2023-ის წვრთნებს ვერ გადიან, მიზეზი ფინანსებია | მინისტრის განცხადება

2-05-2023, 23:55 - 2023
361
       

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ვერავინ უნდა ხედავდეს პრობლემას იმაში, რომ წელს საქართველო Defender 2023-ში არ მონაწილეობს.


მისი განცხადებით, კონკრეტული სწავლება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„ჩვენ წელს ვმონაწილეობთ 20 საერთაშორისო სწავლებაში და კონკრეტული სწავლება შეიძლება, იყოს ხარჯებთან დაკავშირებული და ეს არაფერს არ ცვლის. ჩვენი სწავლებების რეკორდული ციფრი იყო შარშან, როდესაც ვუმასპინძლეთ 6 საერთაშორისო სწავლებას საქართველოში. ასევე, რეკორდულად მაღალი ციფრებია ჩვენი მონაწილეობა საზღვარგარეთ. ასე რომ, ამით სპეკულირებას პერსპექტივა არა აქვს. შეიძლება, კონკრეტული სწავლება იყოს სხვადასხვა ლოჯისტიკურ ხარჯთან დაკავშირებული, სხვადასხვა სირთულესთან დაკავშირებული და ამაში პრობლემას ვერავინ ვერ უნდა ხედავდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, საქართველო ნატოს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებში, DEFENDER 2023-ში არ მონაწილეობს, თუმცა დაწყებამდე მონაწილეთა სიაში იყო 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები