საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოს მოქალაქეების საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა NATO-ში გაწევრიანებას მტკიცედ მხარს უჭერს.
პასუხები ასე გადანაწილდა:
• გამოკითხულთა 65% - მტკიცედ მხარს უჭერს;
• 15% - გარკვეულწილად მხარს უჭერს;
• 5% - გარკვეულწილად ეწინააღმდეგება;
• 9% - კატეგორიულად ეწინააღმდეგება;
• 6% - ამბობს, რომ არ იცის, ან კითხვას არ პასუხობს.