BBC-ის გამოძიების შემდეგ „ფორმულა“ ტელეწამყვანმა დატოვა

BBC-ის გამოძიების შემდეგ „ფორმულა“ ტელეწამყვანმა დატოვა
22-04-2023, 14:12 - 2023
298

ჟურნალისტმა აკა ზარქუამ, რომელიც „ფორმულას“ გადაცემის „მრგვალი მაგიდა“ თანაწამყვანი იყო, ტელეკომპანია დატოვა. 


თავის გადაწყვეტილებას ის ხსნის ტელეარხის თანადამფუძნებლის, დავით კეზერაშვილი გარშემო განვითარებული პროცესებით.

„მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია ფორმულას თანადამფუძნებლის ირგვლივ განვითარებულ ამბებს. ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო გუნდი და, შესაბამისად, აღარ ვიქნები გადაცემა მრგვალი მაგიდის თანაწამყვანი.

მინდა მადლობა გადავუხადო თანამშრომლების და მეგობრების გუნდს, რომლებთან ერთად თავისუფლად ვაკეთებდი საყვარელ საქმეს.

წარმატებას ვუსურვებ მრგვალ მაგიდას და მთლიანად ფორმულას, რომლის არსებობაც შექმნილ ვითარებაში ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს“, - წერს ჟურნალისტი.


კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა