უფასო მეტრო და განახლებული მარშრუტები | როგორ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგომის დღეებში

უფასო მეტრო და განახლებული მარშრუტები | როგორ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგომის დღეებში

16-04-2023, 01:10 - 2023
592
       

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად, დილის 4 საათამდე იმუშავებს. 

23:00 საათიდან, დამატებითი დროის განმავლობაში, მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

გარდა ამისა, 16 და 17 აპრილს დედაქალაქში დაწესდება ავტობუსების მარშრუტები, რომლებიც მოქალაქეებს უფასოდ მიიყვანენ სასაფლაოებამდე.

„აღდგომის ღამეს მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო დილის 4 საათამდე იმუშავებს. ამავე ღამეს 23:00 საათიდან დამატებითი დროის განმავლობაში მეტროსადგურები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, 16 17 აპრილს დედაქალაქში დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება უფასოდ“, - თქვა კალაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები