„ჯორჯიან ეარვეისი“ რუსეთიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებზე განცხადებას აკეთებს

„ჯორჯიან ეარვეისი“ რუსეთიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებზე განცხადებას აკეთებს

15-04-2023, 09:18 - 2023
539
       

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.


ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა.

„მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. ავიაკომპანიას არ გაუკეთებია განაცხადი აღნიშნულ რეისებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები