დღეს წითელი პარასკევია | ტაძრებში გარდამოხსნა შესრულდება

დღეს წითელი პარასკევია | ტაძრებში გარდამოხსნა შესრულდება

14-04-2023, 10:38 - 2023
434
       

დღეს წითელი პარასკევია. 


ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.

რელიგიური სწავლების თანახმად, დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. 

ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. 

მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევლინება, რადგან ბიბლიური ლიტერატურით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები