დღეიდან რიკოთზე ავტომობილების გადაადგილება აღდგება | იხილეთ განრიგი

დღეიდან რიკოთზე ავტომობილების გადაადგილება აღდგება | იხილეთ განრიგი

13-04-2023, 05:50 - 2023
873
       

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეიდან რიკოთზე მოძრაობა მსუბუქი ავტომობილებისთვის სპეციალური რეჟიმით აღდგება.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

„13 აპრილის 07:00 საათიდან რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით, კერძოდ: 

07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის.

21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები