ზურა ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი პოლიციამ სასტიკად სცემა

ზურა ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი პოლიციამ სასტიკად სცემა

8-03-2023, 15:48 - 2023
517
       

ზურა ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი პოლიციამ სასტიკად სცემა.


ამის შესახებ განცხადება ვრცელდება.

„ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი არიან ნაცემები, ორივეს ურტყეს წიხლები, ხელკეტები, ორივეს აქვს ყბაში მოხვედრილი და სტკივათ, ჯაფარას უჭირს ყბის მოძრაობა, 
ამ დრომდე არ გადაჰყავთ არანაირ სამედიცინო დაწესებულებაში ანალიზებისთვის და აუცილებლად საჭირო დახმარების გასაწევად. 

ნიკა მოსიაშვილს ტანზე აქვს შეზეზილი წიწაკის სპრეი, რამდენჯერმე მიმართა სამმართველოს სამედიცინო პუნქტს, ითხოვს მოშორებას, თუმცა ეუბნებიან, რომ მათ იქ ამის საშუალება არ აქვთ. ფაქტობრივად აწამებენ!“, - წერია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები