თბილისში ფერდი ჩამოიშალა

თბილისში ფერდი ჩამოიშალა

27-02-2023, 19:28 - 2023
482
       

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან ფერდი ჩამოიშალა. 

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

მერიის ცნობით, ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან რა გახდა მიწის მასის ჩამოშლის მიზეზი.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერდის დათვალიერება. სპეციალისტების პირველადი დასკვნის საფუძველზე, თბილისის მერია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მუნიციპალიტეტი მზადაა, უზრუნველყოს ისინი დროებითი საცხოვრებელი ფართებით“, - აცხადებენ მერიაში.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები