სახელმწიფომ აუქციონზე გამოყვანილი 13 ღორიდან 11 ღორი ვერ გაყიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Commersant.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს ელექტრონულ აუქციონზე დღეს 13 ერთეული კახური ჯიშის ღორი ჰყავდა გამოყვანილი, საბოლოოდ ვაჭრობა ისე დასრულდა, რომ მხოლოდ ორი კახური ჯიშის სანეზვე ბურვაკი გაიყიდა.
აუქციონზე ცამეტივე ღორი [საკერატე ბურვაკი, სანეზვე ბურვაკი, ნეზვი] ცალ-ცალკე ლოტად იყო გამოყვანილი და მათი ღირებულება 165 ლარიდან იწყებოდა და 850 ლარამდე მერყეობდა.
ამასთან, აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველს ღორების წინასწარ ნახვა მეღორეობის ფერმაში გამოცხადებული კარანტინის გამო, არ შეეძლო.