წმინდა სინოდის წევრზე ფიზიკურად იძალადეს

წმინდა სინოდის წევრზე ფიზიკურად იძალადეს

15-02-2023, 00:34 - 2023
680
       

წმინდა სინოდის წევრი, მეუფე ზენონი რამდენიმე დღის წინ ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე გახდა. 


ცნობილი ხდება, რომ მღვდელმთავარს ღამის საათებში, ნაძლადევში რამდენიმე მამაკაცი დაუპირისპირდა, რომლებიც რუსულნომრიანი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. 

მთვარეპისკოპოსს სხეულზე მნიშვნელოვანი დაზიანებები ჰქონდა.

მღვდელმთვრების სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთვარეპისკოპოსი დროებით საზღვარგარეთ მიემგზავრება სამკკურნალოდ. მისი ეპარქიის ნაწილი - დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის საეპისკოპოსო კი დროებით პატრიარქის დაქვემდებარებაში გადადის. 

თავად მეუფე დღეს პირადადაც იმყოფებოდა საპატრიარქოში, თუმცა შენობაში მედიისგან ფარულად შევიდა და გამოვიდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები