ცნობილია, სად იმალებოდა ბადრი ესებუა

ცნობილია, სად იმალებოდა ბადრი ესებუა
8-02-2023, 13:16 - 2023
353

ბადრი ესებუა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მისი ნათესავების ოჯახში აიყვანეს.

ამ წუთებში ესებუას ნათესავები - ომიანე ჯიქია და ოჯახის წევრები ზუგდიდის პოლიციაში იმყოფებიან. 

ბადრი ესებუა ნათესავებთან ბოლო 3 თვის განმავლობაში იმალებოდა.

ცნობილი ხდება, რომ სპეცოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა.

შეგახსენებთ, რომ ესებუა გამთენიისას აიყვანეს, სავარაუდოდ, მაშინ, როცა აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. 

შსს-მ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ ესებუა სამეგრელოში აიყვანეს. მისი დაკავების დროს ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. გამოძიება საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ადგილის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა.  რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციისა და მოლაპარაკების შემდეგ, ესებუამ მძევლები გაათავისუფლა, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა. შსს ამბობდა, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე რჩებოდა და ქვეყანა არ დაუტოვებია.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა