თბილისში, ლოტკინის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაცით, გარდაცვლილს სახის არეში ჭრილობა აღენიშნებოდა.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ტერიტორია სპეციალური ლენტით არის შემოსაზღვრული.