თბილისის ნაწილს გაზის მიწოდება 20 საათით შეუწყდა

თბილისის ნაწილს გაზის მიწოდება 20 საათით შეუწყდა

18-01-2023, 01:36 - 2023
507
       

ისანსა და სამგორში მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა.
 
კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება ისანში 123 აბონენტს, ხოლო სამგორში 31 აბონენტს.
 
ცნობილია, რომ მათ ბუნებრივი აირი 17 იანვარს 18:20 საათზე შეუწყდათ და 18 იანვრის 14:00 საათზე აღუდგებათ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები