ქუთაისი-პარიზის რეისზე მგზავრი გარდაიცვალა.
მგზავრი თავდაპირველად შეუძლოდ გახდა, როდესაც თვითმფრინავმა ქუთაისის აეროპორტი დატოვა.
ეკიპაჟმა რეისის შეწყვეტისა და უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, ასაფრენ ბილიკებთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა. სამწუხაროდ მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.