2023 წლის შემდეგ დევნილები სახელმწიფოსგან ბინას ვეღარ მიიღებს

2023 წლის შემდეგ დევნილები სახელმწიფოსგან ბინას ვეღარ მიიღებს

1-01-2023, 22:18 - 2023
461
       

2023 წლის შემდეგ დაბადებული დევნილი სახელმწიფოსგან ბინას ვეღარ მიიღებს.
 
ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ორგანოებს დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება 2023 წლის 1-ელ იანვრამდე დაბადებულ პირებთან მიმართებით ექნებათ.
 
იმ პირების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა კი, რომლებიც 2023 წლის 1-ელ იანვრამდე არასრულწლოვანები არიან, მათი აღმავალი შტოს ოჯახის წევრებთან ერთად მოხდება და მომავალში ინდივიდუალურად საცხოვრებლის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ.
 
ამავე კანონის გათვალისწინებით, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულება გავრცელდება 2023 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ დაბადებულ იმ პირებზე, რომელთა ორივე მშობელი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე გარდაიცვალა.
 
პარლამენტის მიერ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილები დღეიდან ძალაშია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები