DailyInfo გილოცავთ ახალ 2023 წელს

DailyInfo გილოცავთ ახალ 2023 წელს

31-12-2022, 21:49 - 2022
794
       

საინფორმაციო სააგენტო DailyInfo გილოცავთ დამდეგ 2023 წელს. 

ჩვენ ერთგულ მკითხველებსა და სრულიად საქართველოს ვუსურვებთ კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას. 

2023 წელი ყოფილიყოს ერთობისა და გამთლიანების, პოზიტიური სიახლეებისა და თითოეული ქართველის ოცნების ახდენის წელი. 

პირველ რიგში ვულოცავ DailyInfo-ს, ჩვენ ერთგულ მკითხველებს, მხარდამჭერებს და თითოეულ ქართველს. 2023 წელი ყოფილიყოს ჩვენი, ყველას ერთობის წელი, სამართლიანობის აღდგენის, დემოკრატიის გამტკიცების, მედიის მეტი თავისუფლებისა და ცივილიზაციისკენ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმის. 2023 წელს მოვიპოვოთ ის ყოველივე, რასაც დიდი ხანია ვიმსახურებთ, მეტი ევროპა, მეტი თავისუფლება, მეტი დემოკტრატია, მეტი სიკეთე და მეტი და მეტი ბედნიერება ჩვენს ქვეყანასა და ერს
“, - ამბობს საინფორმაციო სააგენტოს DailyInfo-ს დამფუძნებელი, ბექა წულაია.

2023 წელი მინდა იყოს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მიზნისა და ოცნების ახდენის წელი. დაგვევიწყებინოს ყველა წყენა ერთმანეთის მიმართ, დაგვეტოვებინოს ყველა ცუდი 2022 წელს, გავერთიანებულიყავით საერთო მიზნებისთვის, გვებრძოლოს იმისთვის, რაც ჩვენია და ვიმსახურებთ. ასევე გვესწავლოს ერთმანეთთან საუბარი, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, ერთმანეთის მოსმენა, ყოველგვარი აბუჩად აგდების გარეშე, გვესწავლოს კრიტიკის მიღება, მუქარის გარეშე, გვესწავლოს ბოდიშის მოხდა და დანაშაულის აღიარება
“, - წერს საინფორმაციო სააგენტოს DailyInfo-ს დირექტორი და საინფორმაციოს უფროსი, ბაქარ ლიკლიკაძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები