მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
გიული ალასანიას ინფორმაციით, მას მაღალი სიცხე აქვს, ასევე უჭირს საუბარი.
„უარესად [არის], ვიდრე იყო. გუშინ ჰქონდა, 38,2, დღეს დილიდან ასევე მაღალი სიცხე აქვს, ასეთი მდგომარეობაა. არაფერს არ მოძრაობს, სულ წევს, უჭირს [საუბარი]. ელოდებიან, ალბათ, მისი ჯანმრთელობის კრიტიკულ მდგომარეობას, ეს მოსალოდნელი იყო, უნდათ, რომ სულ იზოლაციაში ამყოფონ“, - თქვა გიული ალასანიამ.