საქართველოს გზების ნაწილზე 30-31 დეკემბერს ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს გზების ნაწილზე 30-31 დეკემბერს ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

30-12-2022, 14:03 - 2022
427
       

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შპს „საქართველოს სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის საავტომობილო გზაზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.


აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, 2022 წლის 30 დეკემბრის 08:00 სთ-დან 31 დეკემბრის 17:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ პერიოდში მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქ. სურამის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სურამის სატრანსპორტო კვანძიდან აგარის სატრანსპორტო კვანძამდე და ქ. ხაშურის გავლით ბორჯომის მიმართულებით და პირიქით.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები