მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოზე დისტანციურად ჩართვის დროს, ცუდად გახდა - ის პროცესს ვეღარ ესწრება

მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოზე დისტანციურად ჩართვის დროს, ცუდად გახდა - ის პროცესს ვეღარ ესწრება

22-12-2022, 12:43 - 2022
466
       

სასამართლო პროცესზე მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა თქვა, რომ სხდომის მიმდინარეობისას  მიხეილ სააკაშვილი ცუდად გახდა.


მასთან ექიმის მისვლა გახდა საჭირო და ამ ეტაპზე ის დისტანციურად ჩართვას ვერ შეძლებს.

„ბატონი მიხეილის საკანში იმყოფება ჩემი კომპანიის ადვოკატი, რომელიც ახლახან დამიკავშირდა და თქვა, რომ ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, გახდა ცუდად, აქედან გამომდინარე, ექიმიც იქნა გამოძახებული და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე, მაგრამ თუ პენიტენციური სამსახური მოახერხებს, ჩართავს, შეიძლება სიტუაცია გაუმჯობესდეს და ჩაერთოს პროცესში“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები