რა ნივთიერებით მოწამლეს მესამე პრეზიდენტი? - განცხადება

რა ნივთიერებით მოწამლეს მესამე პრეზიდენტი? - განცხადება

21-12-2022, 13:00 - 2022
673
       

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები  აპირებდნენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, სისხლის, თმისა და ფრჩხილის ნიმუშებს აღებას ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის, რომ დადგინდეს ორგანიზმში მძიმე მეტალების შესაძლო არსებობა.
 
ტოქსიკოლოგიური კვლევით ასევე უნდა დადგინდეს, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში პოლონიუმი, თუმცა მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ამის დადგენა ახლა შეუძლებელია, რადგან ვადა გასულია, გარდა ამისა, მისივე თქმით, ეს კვლევა საქართველოს არცერთ ლაბორატორიაში არ კეთდება.
 
ახლა მიიღეს გადაწყვეტილება, მოდით სისხლიც ავიღოთ, თმის და ფრჩხილებიცო. ახლა ვეუბნებით, რომ არსებული გაიდლაინების მიხედვით, თუ პირი მაისშია მოწამლული ახლა ვეღარაფერს ვეღარ აღმოაჩენენ, იმავდროულად ჩვენ მივწერეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინაიდან უცხოელებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლებელია სააკაშვილი პოლონიუმით იყოს მოწამლული.
 
საერთაშორისო ტოქსიკოლოგიურ ორგანიზაციებს მივწერეთ, იმათგან მოგვივიდა პასუხი, რომ აი თქვენ რომ დაადგინეთ ეს კვლევები უნდა ჩაატარონო ახალ მივმართეთ საქართველოში არსებულ ლაბორატორიებს და ვეკითხებით, თქვენ შეგიძლიათ ამ კვლევების ჩატარება, ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია
“,  - ამბობს ხაჭაპურიძე

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები