მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

14-12-2022, 16:12 - 2022
893
       

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მედიასთან მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა.

წერილში ის ამბობს, რომ აცნობიერებს ყველა რისკს მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის გათვალისწინებით და იშიმშილებს მანამ, სანამ მყარ გარანტიებს არ მიიღებს, რომ ონლაინ მაინც ჩართონ პროცესზე.

„დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს, ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა. ამიტომ იძულებული ვარ მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეო ლინკით მაინც ჩართვის. ყოველგვარ დაცინვასა და დამცირებასაც საზღვარი აქვს“, - წაიკითხა წერილი შალვა ხაჭაპურიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები