პენიტენციურმა სამსახურმა მოსამართლის მოთხოვნა არ შეასრულა - სააკაშვილი დისტანციურად არ ჩართეს

პენიტენციურმა სამსახურმა მოსამართლის მოთხოვნა არ შეასრულა - სააკაშვილი დისტანციურად არ ჩართეს

14-12-2022, 11:47 - 2022
605
       

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურადაც არ ჩართეს.


„პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა“, - წაიკითხა მოსამართლე გიორგი არევაძემ პენიტენციური სამსახურიდან მიღებული წერილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების, ან გაუქმების შუამდგომლობაზე მსჯელობა მიმდინარეობს. 

პენიტენციურის წარმომადგენელი სხდომის გადადების შუამდგომლობას აყენებს და მიზეზად სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას ასახელებს. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები