კლინიკა „ვივა მედში“ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მოინახულა.
მისი ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის დღეს საუბრისას რამდენჯერმე გაითიშა.
„ძალიან მძიმე მდგომარეობა დამხვდა, ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში იყო და გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ გონზე მომეყვანა. საუბრობდა მძიმედ, შესვენებებით, უჭირდა, ერთი-ორჯერ გაითიშა კიდეც საუბრის დროს. სამი ოთხჯერ იყო ეგეთი ეპიზოდი, ჩემთან საუბრისას მიწვა რომ შევედი და ვხედავდი, რომ უკვე აღარ მელაპარაკებოდა.
რაც შეეხება ხვალინდელ პროცესზე, ხვალ, რა თქმა უნდა, სურვილი აქვს რომ ჩაერთოს, შეეცდება, რომ უთხრას რაღაც, თუ შეძლო, რა თქმა უნდა, თუმცა თუ ასეთ მდგომარეობაში იყო, როგორც დღეს, რაიმეს თქმა გაუჭირდება, ჩართვით ჩაერთვება“, - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.