სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის წესები იცვლება - იხილეთ დეტალურად

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის წესები იცვლება - იხილეთ დეტალურად

12-12-2022, 21:57 - 2022
843
       

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან. 


ღარიბაშვილმა თქვა, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე თავდაცვის კოდექსს განიხილავენ, რომელიც დიდი სიახლე იქნება.

„სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, მოხდება მისი რეფორმირება და ყველა პირი, მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში. მოგეხსენებათ მანამდე იყო გაფანტული ეს სამსახური და არ იყო ეფექტური, უნდა ვაღიაროთ, ყველა ანალიზის მიხედვით, ეს სამსახური არ იყო ეფექტური და არ იძლეოდა იმ შედეგს, რომელიც ჩვენ გვინდა მივიღოთ“, - თქვა ღარიბაშვილმა. 


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები