როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 13 დეკემბრამდე  - ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 13 დეკემბრამდე - ამინდის პროგნოზი

12-12-2022, 07:40 - 2022
611
       

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 

ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო, მაგრამ შედარებით ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამის საათებში -4, +1, დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება. 

ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, +1 , ხოლო დღის საათებში +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები