11 დეკემბერს, ღამის საათებში, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

11 დეკემბერს, ღამის საათებში, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

11-12-2022, 10:25 - 2022
478
       

11 დეკემბერს, ღამის საათებში, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
 
ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
 
გლდანის რაიონი:
 
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ალექსანდრე წერეთელის, შუშის, ლაზოს, მონასტრის, ტაძრის, წყალსადენის, დავით სარაჯიშვილის, ზარზმის, ჭედიას, ელვერ კუპატაძის, ილორის, რომან ჭელიძის, კაჭარავას, ქერჩის, გმირ კურსანტთა, იპოლიტოვ-ივანოვის და ხიზამბარელის ქუჩების მოსახლეობას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები