თბილისის მეტროსადგურები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

თბილისის მეტროსადგურები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

10-12-2022, 13:50 - 2022
680
       

ე.წ. ტურნიკების მუშაობის ხარვეზის გამო, თბილისის მეტროსადგურები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. 


ამის შესახებ ინფორმაციას სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. 

კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ტექნიკური ხარვეზის გამო ე.წ. ტურნიკები არ მუშაობს და იმისთვის, რომ მგზავრთა ნაკადის გადაადგილებისთვის პრობლემა არ შეექმნილიყო, მეტროპოლიტენის გადაწყვეტილებით, მოქალაქეები უფასოდ იმგზავრებენ.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური უკვე მუშაობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები