რუსეთის პატრიარქის, კირილ გუნდიაევის „მარჯვენა ხელი“ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი საქართველოში ჩამოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მირტოპოლიტი რუსეთის პატრიარქ კირილესა და რუსული პოლიტიკის მიმართ ერთგულებით გამოირჩევა. ის დაახლოებულია რუსეთის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
მიტროპოლიტი ანტონი უკვე ეწვია ანტიოქიის, იერუსალიმის, სერბეთის და ბულგარეთის საპატრიარქოებს, ახლა კი ჯერი საქართველოს და რუმინეთის საპატრიარქოებზეა.
მიტროპოლიტი ანტონი არ ეწვია კონსტანტინეპოლის და ალექსანდრიის საპატრიარქოებს, რადგან მათ უკვე სცნეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.
საქართველოში, მიტროპოლიტი ანტონის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს საპარტიარქოს ჯერ-ჯერობით ინფორმაციას არ გაუვრცელებია.