მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია.
როგორც თბილსის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია.
ამ დროისთვის ხარვეზის გამოსასწორებლად სამუშაოები მიმდინარეობს და უწყების ცნობით, დაახლოებით, 15-20 წუთში მოძრაობა აღდგება.
თბილისის მეტროს პირველი ხაზი ("ახმეტელის თეატრი" - "ვარკეთილი") ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.