უკრაინაში, ბახმუტში კვლავ დაძაბული ვითარებაა. მიუხედავად მცდელობებისა, 3 დეკემბერს დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
თანამებრძოლების გამოსვენებას დავით ქუქჩიშვილი რაზმთან ერთად ცდილობდა, რა დროსაც დაიჭრნენ ჯარისკაცები და ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა.
„ძალიან მძიმე მდგომარეობაა მტერი გვიტევს გააფთრებით. წინსვლა აქვს უმნიშვნელო, თუმცა ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად. მსხვერპლი ორივე მხრიდან საკმაოდ დიდია. იყო კიდევ ცდა, რასაც მოჰყვა დაჭრილები ჩვენი მხრიდან და უშედეგო იყო ეს ცდა. დათო ქუქჩიშვილი ქართველ პარტიზანებთან ერთად აწარმოებდა ამ ოპერაციას. ქართველების მხრიდან დაჭრილები არ გვყავს. ძალიან ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს“, - თქვა უკრაინაში მებრძოლმა, გიორგი როინიშვილმა.