„ლეონიდ პარფიონოვის საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემა „სხვა დღე“ საქართველოში ჩაიწერება“, - ამის შესახებ ინფორმაცია რუსმა ჟურნალისტმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
მან ვიდეო გაავრცელა, რომელიც თბილისის სტუდიაშია ჩაწერილი.
„ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი. მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე სტუდიაში მოწყობილია Youtube სერიალის, „სხვა დღის“ დეკორაციები“, - ამბობს პარფიონოვი ვიდეომიმართვაში.
Ekhokavkaza წერს, რომ „სხვა დღე“ არის გადაცემა, რომელიც გადიოდა НТВ და России 1 არხებზე 1990-იანი წლებიდან. ავტორი და წამყვანი ლეონიდ პარფიონოვი იყო. 1990-1991 და 1993-1996 წლებში „სხვა დღე“ იყო არაპოლიტიკური, ხოლო 1996 წელს გადავიდნენ დოკუმენტურ ფილმებზე.
2001-2004 წლებში „სხვა დღე“ გადაიქცა საინფორმაციო და ანალიტიკურ გადაცემად ყოველკვირეული ამბებით.
2018 წელს ლეონიდ პარფიონოვმა საკუთარი YouTube არხი და შოუ "პართენონი" შექმნა.