ოკუპირებული აფხაზეთიდან 11 პირის ცხედარი გადმოასვენეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან 11 პირის ცხედარი გადმოასვენეს

7-12-2022, 11:23 - 2022
907
       

ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 8 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში 7 დეკემბერს, 17:00 საათიდან და 8 დეკემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე.

მათივე ინფორმაციით, იდენტიფიცირებულთაგან 3 ნეშტს, სამხედრო პატივით, 8 დეკემბერს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები