უკრაინაში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის გამოსვენება ქალაქ ბახმუტიდან მეოთხე დღეა ვერ ხერხდება.
ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია, რის გამოც ქართული ქვედანაყოფი ფრონტის ხაზზე შესვლას ვერ ახერხებს.
„ბოდიშს ვუხდი ჩვენი ძმების ოჯახებს. ყველაფერს ვცდილობთ ქართველები, ქართველი პარტიზანები. 2014 წლიდან აქ ვომობთ და ვიცით რა ხდება. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, შეტევები ხორციელდება ქალაქ ბახმუტზე, მაგრამ ვიგერიებთ. მარტო ჩვენ არ ვართ, აქ უკრაინული არმია დგას, რომელიც ვაჟკაცურად, ადამიანურად, რაც შეეხებათ ყველაფერს აკეთებენ, რომ ქალაქი არ დაიკარგოს“, - თქვა უკრაინაში მებრძოლმა, დათო ქუქჩიშვილმა.
ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ბახმუტთან სასტიკ ბრძოლაში 3 დეკემბერს დაიღუპნენ. ხუთივე აფხაზეთის ომის მონაწილე იყო.