LE FIGARO: მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების შემდეგ მოწამლეს

LE FIGARO: მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების შემდეგ მოწამლეს
5-12-2022, 23:25 - 2022
408

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, 55 წლის მიხეილ სააკაშვილი, თბილისის ციხეში ვერცხლისწყლითა და დარიშხანით მოწამლეს“, - ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ამერიკელი ექიმების დასკვნაზე დაყრდობით წერს.


გამოცემა წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის „თმასა და ფრჩხილებში მძიმე მეტალების, მათ შორის ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოჩნდა. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების შემდეგ მოწამლეს“.

მათივე ცნობით, ეს მონაცემები აშშ-ის ორმა დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ შეისწავლა. 

გამოცემა ექიმებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ „თუ მიხეილ სააკაშვილი არ გადაიყვანეს ამერიკულ ან ევროპულ კლინიკაში ადეკვატურად სამკურნალოდ, ის ციხეში გარდაიცვლება“.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა